Saturday, June 17, 2017

მოდულის მეცხრე დღე

ჩვენი მუშაობის შეჯამება
ქ-მა ნანა ნიკოლეიშვილმა ძალიან საინტერესო თემა''საბრძოლო ეპიზოდები ვეფხვისტყაოსნიდან'' შემოგვთავაზა.

ქ-მა მაია სამხარაძეს პრეზენტაცია  საჭირბოროტო საკითხს,ენის სიწმინდეს შეეხებოდა.პროექტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

ქ-მა მარინე ძაგანიშვილის პრეზენტაცია გერმანელებისა და ქართველების ცხოვრების წესს შეეხებოდა.ძალიან საინტერესო იყო ცხოვრების წესებში განსხვავებისა  და მსგავსების დახარისხება.
ქ-მა ნინო ომსარაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია:საქართველოს ძველი და ახალი სამხედრო სტრატეგიები.პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო.

ქ-მა ლიდია გალუსტოვას პრეზენტაცია ეხებოდა ცისფერსისხლიანებს.ძალიან საინტერესო იყო.ბევრი საინტერესო გავიგეთ.
ქ-მა ირინე ბოკოველის პრეზენტაცია შეეხებოდა თანამედროვე და მე19 საუკუნის მხატვრობას.ძალიან მომეწონა

Friday, June 16, 2017

ტრენინგის მერვე დღე

გავეცანით მეშვიდე მოდულში ფასილიტაციას.შევქმენით ფასილიტაციის ნაშრომი,ონლაინ კითხვარი,googl ფორმების გამოყენებით.დავასრულეთ გეგმები,გადავხედეთ პორტფოლიოს.გავიხსენეთ ბლოგზე ვებგვერდების დამატება

Sunday, June 11, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავეცანით გარდნერის მოსწავლეთა დიფერენცირებას ინტელექტის მიხედვით,შევქმენით კითხვარი.ვისწავლეთ გაჯეტების დამატება.განვიხილეთ მოსწავლეებისთვის ''ხარაჩოს მაგალითები".კარგი იყო.

Saturday, June 10, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

შევიმუშავეთ მოსწავლის საპრეზენტაციო ნაშრომის შეფასების რუბრიკა, მიზნებიდან გამომდინარე ინდიკატორების გათვალისწინებით.ვისწავლეთ ნაშრომის გაზიარება

Saturday, June 3, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ძალიან მაგარი იყო.მოსწავლის როლში ჩავდექით და ვისწავლეთ საპრეზენტაციო სლაიდ შოუ-ს შექმნა.გავეცანით სლაიდის აუცილებელ შემადგენელ ნაწილებს.ვისწავლეთ წრიული დიაგრამის შედგენა,საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა.შევქმენით ციტირებული დოკუმენტი.ვისწავლთ სურათების ატვირთვა სლაიდზე....მოკლედ ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო.დიდი მადლობააა

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ყოველი დღე უფრო საინტერესო ხდება.რამდენი რამ ვისწავლე..გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს და ამ სტრატეგიების კატეგორიებს.გავაანალიზეთ პროექტის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. მადლობაააა 

Saturday, May 13, 2017

ტრენინგის მესამე დღე

შევარჩიეთ პროექტთან დაკავშირებული მაღალი სააზროვნო უნარების სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები.განვიხილეთ პროექტთან დაკავშირებული მიზნები.ვისწავლეთ რომ მიზანი უნდა იყოს მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელი და უნდა იყოს გაზომვადი.,რათა შეიძლებოდეს მისი შეფასება.გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს,რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ზოგად,თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად და ვისწავლეთ მათ შორის განსხვავება.ზოგად კითხვას შეიძლება ქონდეს რამდენიმე პასუხი.

მოდულის მეცხრე დღე

ჩვენი მუშაობის შეჯამება ქ-მა ნანა ნიკოლეიშვილმა ძალიან საინტერესო თემა''საბრძოლო ეპიზოდები ვეფხვისტყაოსნიდან'' შემოგვთავაზ...